09 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
სპეცოპერაცია ყაბარდო-ბალყარეთში - მოკლულია შეიარაღებული დაჯგუფების 6-მდე მებრძოლი

სპეცოპერაცია ყაბარდო-ბალყარეთში. სამართალდამცველებმა ნალჩიკის ცენტრში შეიარაღებული დაჯგუფების 6-მდე მებრძოლი მოკლეს.

ისინი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინას აფარებდნენ თავს. შენობის ალყაში მოქცევის შემდეგ, სპეცრაზმელებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, მებრძოლებს კი იარაღის დაყრა მოსთხოვეს, თუმცა საპასუხოდ მათ ცეცხლი გახსნეს.

ორმხრივი სროლის შედეგად ყველა მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის ბინის მეპატრონეც.

გამოძიება ამ დროისთვის მოკლულთა ვინაობას არ ახმაურებს.

 
დღის ამბები