09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
სირიაში 3 ესპანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

სირიაში 3 ესპანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა. ვარაუდობენ, რომ ისინი ალეპოში ისლამისტებმა გაიტაცეს.

დაკარგული ჟურნალისტების ბედი უკვე 10 დღეა, უცნობია. გაუჩინარებულია მათი თანმხლები პირიც, რომელიც ადგილობრივია.

ესპანელი ჟურნალისტები სირიაში 10 ივლისს ჩავიდნენ, სამი დღის შემდეგ კი ოჯახს აღარ დაკავშირებიან.

პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა ესპანეთსა და იტალიაშიც. სპეცსამსახურებმა დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 3 ადამიანი დააკავეს.

 
დღის ამბები