ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მოქალაქეებს შეხვდნენ, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
დარიგდა კორონავირუსის პრევენციისთვის მიმართული საინფორმაციო სახის ბროშურები.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის წამახალისებელი ფულადი დანამატების გაცემა თებერვლის თვეშიც გრძელდება, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატს ითვალისწინებს.