29 აგვისტო 2026,   09:59
ვრცლად
5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება - დღეს მოწმის სახით ილია თვალიაშვილი დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ და მოწმეებს უსმენენ.

გამოკითხულ პირთა შორის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები არიან, რომლებიც რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებენ.

დღეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხება დაზარალებული ილია თვალიაშვილი. დაზარალებული დეტალურად გაიხსენებს იმ ქმედებებს, რომელიც  5 ივლისს მის მიმართ განხრციელდა.

დღის ამბები