კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "კურიერმა" გაარკვია, რომ სასტიკ მკვლელობას სავარაუდოდ მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის შვილიც შეესწრო.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ 16 წლის გოგონამ რომელიც სხვა ოთახში იმყოფებოდა გაიგო სროლის ხმა, ის გავიდა შემთხვევის ადგილზე და ნახა, რომ მამა მოკლული იყო, დედა კი დაჭრილი. ის შეეცადა ხელის შეშლას, თუმცა თავდამსხმელმა მისი თოკით დაბმა შეძლო და ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის მოტივად ფულის გამოძალვა სახელდება.
"ხელფასი აუღია მაგ ბიჭს ვინც მოკვდა, ამან იფიქრა ფულს დავძალავო, პურის ჭამაზე რომ დამსხდარან უთქვამს ფული უნდა მომცეო. სად მაქვს ფულიო. მოუტანია თოფი. გაქცეულა ის ბიჭი. უკნიდან უსვრია, იქვე წაუქცევია, ახლა ცოლისთვის უსვრია. მოუხერხებია და დაურეკია თბილისში უფროსისთვის, ასეთი რამეა, ჩემი ქმარი მოკლა, მეცა ვკვდებიო და ჩამოგვხედეთო და მომკვდარა ეს გოგოც. ის "აკოშკიდან" გადამხტარა და გაქცეულა, ვერავინ ნახა, შესულან ბალღი დაბმული იყო იქ," - აცხადებს ადგილობრივი.