25 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
ქუთაისში ტურისტს სცემეს - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

ქუთაისში ტურისტი სცემეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. თვითმხილველების თქმით, ტურისტი მარტო იყო და სავარაუდოდ, მას თანხის გამო დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები აღენიშნებოდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები