20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
მე-6 ტალღის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - დაასრულებს თუ არა "ომიკრონი" პანდემიას

სპეციალისტები თებერვლის მეორე ნახევრიდან მე-6 ტალღის პიკის დასრულებას აანონსებენ. დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე მცირდება, იზრდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც, რაც მედიკოსების შეფასებით, ახალი შტამის მარტივ მიმდინარეობაზე მიუთითებს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ რისკჯგუფის პაციენტებისთვის, შესაძლოა, ვირუსი არც ისე მსუბუქი აღმოჩნდეს.

მე-6 ტალღის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, რა იქნება მომავალში. მოსაზრება, რომ შესაძლოა ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, ჯერ ნაადრევად მიაჩნიათ და მეტიც, ფიქრობენ, რომ COVID-19-ის ვირუსთან ცხოვრება კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან რომ ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა, ამაზე ექიმები ერთხმად თანხმდებიან. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყოდით იმ ადამიანებზე, ვისაც აცრა ამ დრომდე არ გაუკეთებია და არც სამომავლოდ აპირებს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 3200-მდე ადამიანი აიცრა.

დღის ამბები