29 აგვისტო 2026,   03:18
ვრცლად
მიწისძვრის შედეგად ბათუმში კორპუსი გაიბზარა - მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 55-ში მცხოვრები მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელში გაყვანას ითხოვს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მიწისძვრის შედეგად კორპუსს ახალი ბზარები გაუჩნდა და ცხოვრება სახიფათოა.

მათივე თქმით, სახლი წლებია ავარიულია, სტიქიამ ის კიდევ უფრო დააზიანა.

გვიან ღამითვე ადგილობრივებს მერიის წარმომადგენელი შეხვდა. ირაკლი დევაძის თქმით, მოქალაქეებს დროებით უსაფრთხო საცხოვრებელში დღესვე გადაიყვანენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები