მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება კომენტარის გარეშე დატოვა. დღესვე ციხეში იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პაემნების შემცირებულ რაოდენობაზე ისაუბრა.
"ის აღშფოთებულია, ისევე როგორც ყველა წარმომადგენელი დაცვის მხარისა იმაზე, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა მიხეილ სააკაშვილზე უკრაინაში მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, რის ფარგლებშიც მიენიჭა მას დაზარალებულის სტატუსი.
ამაზე გაბრაზებულმა ბიუროკრატიულმა აპარატმა, როგორც ვიცით მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდეს პაემნების უფლებაც," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.