ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა დამატებით კვლევებზე ბადრაგის თანხლებით, ფოთის სამშობიარო კლინიკა "ბომონდში "მიიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ქალი დაახლოებით 5 დღის ნამშობიარებია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების შეფასებით, ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე მას გართულება არ აღენიშნება.
გარდაცვლილი ახალშობილის დედამ სამშობიარო კლინიკა კვლავ ბადრაგის თანხმლებით დატოვა, მას სავარაუდოდ, იზოლატორში დააბრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს.