06 მაისი 2024,   01:30
ვრცლად
უკრაინა ნატოსგან საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

უკრაინა ნატოსგან საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

უკრაინა "სხვადასხვა სახის მასშტაბური საგანგებო სიტუაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობას შეეხოს," - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროატლანტიკურმა საკოორდინაციო ცენტრმა, დღეს უკრაინისგან საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მიიღო. 

ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი, ევროატლანტიკურ რეგიონში საგანგებო სამოქალაქო სიტუაციაზე რეაგირების მთავარი მექანიზმია. 

უკრაინამ ცენტრს მიაწოდა დაწვრილებით ინფორმაცია ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, მათ შორის ნებისმიერი სახის ავტომობილების, ქიმიური და რადიაციული დაზვერვის მანქანების, ფეთქებადსაშიში ნივთების საძიებო სისტემების, ასევე 250-300 ადამიანის ტევადობის ბანაკის, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ.

 

წყარო: CNN

დღის ამბები