06 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და ნგრევა - ჯო ბაიდენი

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების და კონფლიქტის დიპლომატიის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე განცხადებები დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა თეთრ სახლში.

თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში უახლოეს დღეების ან კვირების მანძილზე, "მას საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს".

"ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია. თუ რუსეთი უახლოეს დღეებში შეიჭრება, რუსეთის სტრატეგიული ფასი იქნება უზარმაზარი. თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და ნგრევა," - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა.

ჯო ბაიდენის განცხადებითვე, "უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის იქნება საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობა. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტად უპასუხებენ. დღეს ჩვენი მოკავშირეები ნატოდან ერთიანები არიან".

დღის ამბები