06 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
"ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს" - რას აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოზე

კორონავირუსის შემთხვევები სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, ბოლო კვირის განმავლობაში, გაორმაგდა - "ევრონიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, ომიკრონი აღმოსავლეთისკენ მიიწევს," - განაცხადა ჰანს კლუგემ. 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად რჩება. 

"ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და უზბეკეთში 60 წლის ზემოთ მოსახლობის 40%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული. საქართველო, ბულგარეთი და ჩრილოეთ მაკედონია იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც მედპერსონალის 40%-ზე ნაკლებია სულ მცირე 1 დოზით აცრილი," - განაცხადა კლუგემ. 

დღის ამბები