06 მაისი 2024,   05:00
ვრცლად
"მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და ერთიანები ვართ" - კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეები იკრიბებიან

ერთიანობის დღე უკრაინაში და რუსეთის თავდასხმის შიში - ინტერვენციის სავარაუდო თარიღად, დასავლური საინფორმაციო საშუალებები 16 თებერვალს ასახელებდნენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, ამ დღეს ერთიანობის დღედ აქცევენ. 

კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა, მათ 200 მეტრიანი დროშა გაშალეს, ასრულებენ უკრაინის ჰიმნს და ამ ფორმით ერთიანობას გამოხატავენ.

უკრაინელები ამბობენ, რომ  ისინი საკუთარ ერთიანობას მთელს მსოფლიოს უჩვენებენ. ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

"დღეს ერთიანობის დღეა, იყო პანიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 16 თებერვალს ჩვენზე თავდასხმა მოხდებოდა. ამის მიუხედავად, ვიკრიბებით და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და ერთიანები ვართ. დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და უსამართლობას და აგრესიას წინ აღვუდგებით,“ - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

დღის ამბები