მარნეულის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეებთან ერთად, სოფელ სადახლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.