03 მაისი 2024,   07:06
ვრცლად
ყალბი 100 ლარიანები თბილისისა და რუსთავის სავაჭრო ობიექტებში - კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი

ყალბი 100 ლარიანები თბილისისა და რუსთავის სავაჭრო ობიექტებში - ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები დაამზადეს, რომლებიც თბილისსა და რუსთავში 8 სხვადასხვა ობიექტში გაასაღეს.

ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ათობით ყალბი 100 და 50 ლარიანი კუპიურები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.

დღის ამბები