03 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
რუსეთის საარტილერიო ძალებმა ლუგანსკში საბავშვო ბაღი დაბომბა - უკრაინული მხარის ცნობით, არიან დაშავებულები 

რუსეთის საარტილერიო ძალებმა დაბა "სტანიცა ლუგანსკაია" დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესცენტრი ავრცელებს.

"განსაკუთრებული ცინიზმით რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაბომბეს ლუგანსკის რაიონის დაბა სტანიცა ლუგანსკაია. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა," - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორმა სამოქალაქო პირმა ტვინის შერყევა მიიღო.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც - დასახლების ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამ დროისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში არიან გადაყვანილები. 
 
 
 
დღის ამბები