20 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
სოფელ ხომში მცხოვრებ ჭიკაიძეების 4 შვილიან ოჯახს ახალ სახლს აუშენებენ

სოფელ ხომში ჭიკაიძეების 4 შვილიან ოჯახს მალე ახალი სახლი ექნება. ინიციატივა მცხეთა მთიანეთის გუბერნატორს და ბიზნესის წარმომადგენელებს ეკუთვნით. მათ ოჯახი მოინახულეს და დახმარების მიზნით პროდუქტები მიუტანეს, ადგილზე კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათთვის ხის კომფორტული სახლის მშენებლობა დაიწყონ.

რწმუნებულმა სოციალურად დაუცველ ოჯახს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 1-ელი მარტიდან შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.

დღის ამბები