09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების მეორე პაკეტი დაამტკიცა - მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია

საბერძნეთმა 86 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მისაღებად მორიგი ნაბიჯი გადადგა. ხანგრძლივი დებატების შემდეგ ქვეყნის პარლამენტმა რეფორმების რიგით მეორე პაკეტი დაამტკიცა.

დოკუმენტი მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის საბანკო და სასამართლო სისტემაში.

რეფორმებს მხარი 230–მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 63. 31 მათგანი მმართველი პარტიის წევრია.

ხელისუფლების მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება. მათ დებატების დროს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებით დასრულდა.

 
დღის ამბები