03 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
სამხრეთ კორეასა და დასავლეთ ავსტრალიაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 422 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აღემატება.

ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში რეკორდულად მაღალი ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირების რეკორდულ რაოდენობას ითვლის სამხრეთ კორეაც, სადაც ახალი დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა 100 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე რიგ სახელმწიფოებში შეზღუდვები იხსნება. რეგულაციების შემსუბუქება იგეგმება გაერთიანებულ სამეფოში. ქვეყანაში შესაძლოა იზოლაციის წესები გამარტივდეს.

დღის ამბები