03 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი - თუ კრემლის მიზანია, საკუთარ საზღვრებთან ნაკლები NATO იხილოს, მიიღებს უფრო მეტ NATO-ს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები NATO-ს ხილვა სურს, ის უფრო მეტ NATO-ს მიიღებს. 

"თუ კრემლის მიზანია, საკუთარ საზღვრებთან ნაკლები ნატო იხილოს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს. თუ მას სურს, NATO-ში განხეთქილება შეიტანოს, ის კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს.

ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვუქმნით საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, მაგრამ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა დავიცვათ ყველა ჩვენი მოკავშირე. საუბარია იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნებს შორის ურთიერთობა.

მოსკოვი ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს და ნატოში ახალი წევრების მიღება შეაჩეროს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები