სასამართლოს გადაწყვეტილებით, მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე სოსო ღურწკაიამ მიიღო. დადგინდა, რომ სამი არასრულწლოვნის მიმართ მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებას ინტენსიურად ახდენდა.
არასრულწლოვნების სარჩელი ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოამზადა.