ცოტა ხნის წინ, დასრულდა გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი. გამოიკითხა 2 მოწმე. უფლებადამცველის გიორგი გელხაურის თქმით, სასამართლოს გიგი უგულავას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია.
"დღემდე, ბრალდების მხარე ცდილობს დაადასტუროს, რომ გიგი უგულავა მოერია ბადრი გავაშელიშვილს, მსოფლიო ჩემპიონს, ვნახოთ, დღევანდელი მოწმეები რა ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს და სამართლებრივ მხარეს - არანაირი მტკიცებულება არ არსებობს,"- აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი გელხაური.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიგი უგულავას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ედება ბრალი. საქმე ეხება ძიუდოისტის ცემის ფაქტს.