06 მაისი 2024,   06:45
ვრცლად
აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთს მზად აქვს უკრაინელების სია, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან"

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მზად აქვს უკრაინელი მოქალაქეების სია, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან".

ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისთვის, მიშელ ბაჩელეტისთვის მიწერილ დაუთარიღებელ წერილში აშშ-ს ელჩი გაეროში შება კროკერი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეჭრის შემდგომი გეგმა მოიცავს "მიზანმიმართულ მკვლელობებს, გატაცებებს, უსამართლო დაკავებებსა და წამების გამოყენებას".

კროკერის გზავნილში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ადამიანის უფლებათა კუთხით კატასტროფას შექმნის.

დღის ამბები