მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის დატოვება სურს? - მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მის სასამართლო სხდომაზე, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი იმართება, სიტყვით ისარგებლა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. მისივე თქმით, მის სამკურნალოდ საზღარგარეთ წაყვანის ინიციატივა სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს.
"რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციისა და მკვლელობის. რას ნიშნავს ინვალიდიზაცია, ეს ჩემს შემთხვევაში ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვას და ინვალიდის ეტლში მყოფ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება.
ეს იციან უცხოელებმა. რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელების დონეზე იყო შეთავაზება წავეყვანეთ აქედან და ემკურნალათ ჩემთვის.
ამ პირობებში ჩემთან არ უშვებენ პირად ექიმს, რადგან ის დააფიქსირებს ყოველდღიურ გაუარესებას
იმათ გასაგონად, რომ თითქოს უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, მას შემდეგ გორის ჰოსპიტალში მოხდა ჩემზე თავდასხმა და რომლისგანაც დავზარალდი ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გლდანში რაც მოხდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა უკრაინის ხელისუფლების სახელით ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით, იმიტომ რომ საქართველოში პუტინის დავალებით
ხორციელდება ინვალიდიზაცია და მკვლელობის დღესავით ნათელი პროცესი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.