03 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
"რუსეთმა აუცილებლად უნდა იგრძნოს ტკივილი და ეს ასეც მოხდება" - ევროპელი ლიდერები რუსეთის მიმართ სანქციებზე მსჯელობენ

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინა-რუსეთის კრიზისია, როგორ უპასუხებს ცივილიზებული სამყარო რუსულ აგრესიას. ბელგიასა და საფრანგეთში სასანქციო მექანიზმებზე მსჯელობენ.

პარიზში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან. ბრიუსელში კი უკვე კეთდება განცხადებები ევროპის საქმეებში შემავალი ქვეყნების მინისტრების მიერ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროპას არ ეშინია რუსეთის. 

"ლიეტუვა, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტრანსატლანტიკური და ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ 2014 წელს დაწყებული გზა.

ევროპამ უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები შესთავაზა, მსგავსი ქმედება ამ შემთხვევაშიც ნათლად გამოვლინდა, ევროპას არ ეშინია რუსების. ჩვენ ვირჩევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენი პარტნიორები გვირჩევენ ჩვენ,"- აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ხოლო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩუსი კი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სანქციებით რუსეთმა აუცილებლად უნდა იგრძნოს ტკივილი. 

"ჯერ კიდევ არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციების პირველი პაკეტი, განვიხილავთ სრული პაკეტი იქნება თუ მოიცავს ზოგიერთ ელემენტს.

გუშინ თვალს ვადევნებდით რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს, სადაც მედვედევმა თქვა, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ. ისინი ჩვენ არ გვავნებენ და რომ ჩვენ რუსეთი დაგვავიწყდება. ამიტომ მჯერა, რომ დეკემბრიდან იყო გათვალისწინებული მასობრივი შედეგები და სანქციების პაკეტთან გათვალისწინებით შეთანხმება დღეს მოხდება.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთმა აუცილებლად უნდა იგრძნოს ტკივილი და ეს ასეც მოხდება," - აცხადებს  ედგარ რინკევიჩუსი.

 

დღის ამბები