15 დეკემბერი 2024,   14:30
ვრცლად
სოფელ კაბალში ხელყუმბარა ააფეთქეს - უკავშირდება თუ არა მომხდარი ძმის შურისძიებას

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენ ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიდინა დანაშაული.

აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქების შემდეგ დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები.

თავად დაზარალებული ნიაზოვი მომხდარ ფაქტს საკუთარი ძმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.

"შურისძიებას ვუკავშირებ ჩემი ძმის მხრიდან. ჩვენ ადრე გვქონდა უკმაყოფილება, ჩემს შვილს მოტყუებით გააფორმებინა ბაზარი თავის სახელზე, რომ წილში შეეყვანა,"- აცხადებს ჯემალ ნიაზოვი.

მეზობლებს კი, მომხდართან დაკავშირებით მიზეზებზე საუბარი უჭირთ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ სახლში.

სოფელ კაბალში ნიაზოვის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, საგამოძიებო სამუშაოებმა კი პოლიციის განყოფილებაში გადაინაცვლა, სადაც  ოჯახის წევრები დაიკითხებიან.

დღის ამბები