29 აგვისტო 2026,   00:47
ვრცლად
ამ წუთებში კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

სხვადასხვა დასავლური მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში.

უკრაინული მედიის ცნობით, ღამით რამდენიმე საათით დაიხურა ხარკოვისა და დნეპრის აეროპორტები.

ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმის შესახებაც. ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა აკრძალა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის გარდა - საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შესაბამის კანონპროექტს მხარი უკრაინის პარლამენტმა რამდენიმე საათის წინ დაუჭირა. 30 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებენ რეზერვისტები, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ზომის მიღება. ამ ეტაპზე კიევში ე.წ. კომენდანტის საათი არ გამოცხადებულა, თუმცა მოქალაქეებმა თან უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დაცვა ძლიერდება ყველა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საკონტროლო - გამშვები პუნქტები მუშაობს ქალაქის ძირითად შესასვლელებში, სპეციალური კონტროლია რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტში.

დღის ამბები