09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
თურქეთმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა

თურქეთმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ბოლო დღეებში დაჯგუფების მებრძოლთა მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო მიიღო. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა. ისლამისტებმა საზღვარზე ცეცხლი გახსნეს თურქული საგუშაგოს მიმართულებით, რასაც ერთი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამას მოჰყვა საპასუხო საარტილერიო შეტევა.

პარალელურად, თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად რეიდები დაიწყო. ოპერაცია ქალაქის 26 უბანში მიმდინარეობს და 5 ათასი სპეცრაზმელი მონაწილეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა შეერთებულ შტატებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო იერიშებისთვის ინჯირლიკის ავიაბაზა დაუთმო.

 
დღის ამბები