09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ტაჯიკეთში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების სერია აღკვეთეს

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების სერია აღკვეთეს ტაჯიკელმა სამართალდამცველებმაც. სპეცსამსახურებმა ტაჯიკეთის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც დაჯგუფების წევრები იყვნენ და დავალებებს ისლამური სახელმწიფოს ლიდერებისგან ინტერნეტის საშუალებით იღებდნენ.

შინაგან საქმეთა უწყების ინფორმაციით, ისლამისტებმა აღიარეს, რომ ტერაქტების მოწყობას ქვეყნის 4 რეგიონში რამადანის დღესასწაულზე გეგმავდნენ, მათი სამიზნე კი ძალოვანი უწყებები და ხალხმრავალი ადგილები უნდა გამხდარიყო.

დაკავებულების ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველები დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრის კვალზე გავიდნენ. ძალოვანების ცნობით, ისლამური სახელმწიფოს მხარეს სირიასა და ერაყში ტაჯიკეთის 500 მოქალაქე იბრძვის.

 
დღის ამბები