კიევში რუსული საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ძლიერი ხანძრის ჩაქრობას მაშველები ამ წუთებში ცდილობენ.
ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.
ხანძარი კიევში თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კოშიცას ქუჩაზე გაჩნდა.
სავარაუდოდ, მშვიდობიან მცხოვრებთა შორის დიდი მსხვერპლია.
წყარო:unian