კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს, კოშიცას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის, სადაც მისი ინფორმაციით, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კლიჩკოს თქმითვე, მაშველები ტრაგედიის ადგილას მუშაობას აგრძელებენ, თუმცა არსებობს მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროება.