კიევში, რუსული რაკეტის ნაწილების მოხვედრის შემდეგ 9 სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამ დროისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებულია 150 ადამიანი. დაჭრილია 8 მშვიდობიანი მოქალაქე.
ხანძარი, კიევზე რუსული საჰაერო თავდასხმისას, რუსული რაკეტის განადგურების დროს გაჩნდა. რაკეტის ნაწილები საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.