01 სექტემბერი 2026,   15:07
ვრცლად
უზარმაზარი რუსული სამხედრო კოლონა ანექსირებული ყირიმიდან ცდილობს დანარჩენ უკრაინაში შეჭრას - ბოლო ცნობები უკრაინიდან

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დედაქალაქთან მაქსიმალურად მიახლოებას ცდილობენ. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება დედაქალაქის რაიონ ობოლონში, სადაც ხელისუფლება მოსახლეობა მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაამზადონ "მოლოტოვის კოქტეილები" ან გადავიდნენ თავშესაფრებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ახლა ქალაქ ივანკოვთან მიმდინარეობს - ეს არის კიევის ჩრდილო დასავლეთის მიმართულება. ადმინისტრაცია საუბრობს იმაზე, რომ ამერიკიდან მიღებული ჯაველინების დახმარებით, მოწინააღმდეგეების რამდენიმე ვერტმფრენის და როგორც მინიმუმ, ერთი სამხედრო კოლონის განადგურება მოახერხეს.
 
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ყველაზე დიდი საფრთხე კიევს ემუქრება.
 
"ყველაზე დიდი საფრთხე კიევს ემუქრება. მტერი მიიწევს გოსტომელზევორცელსა და ბუჩაზე. ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებში აგრესორი შეჩერებულიამელიტოპოლის ნაწილი ჩვენს ჯარს უკავია და არ აძლევს ოკუპანტს მარიუპოლისკენ გადაადგილების საშუალებას. ხერსონში ჩვენმა ჯარებმა ააფეთქეს ხიდები და იცავენ ქალაქის მარჯვენა სანაპიროს უსაფრთხოებას. ჩამოაგდეს აგრესორის 2 საკრუიზო რაკეტა და ერთი თავდასხმის თვითმფრინავი. განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები ბელაია ცერკოვსა და ვასილკოვზე," - განაცხადა არესტოვიჩმა.
 
ცოტა ხნის წინ უკრაინის სამხედრო ჟურნალისტზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობა, რომ უზარმაზარი რუსული სამხედრო კოლონა ანექსირებული ყირიმიდან ცდილობს დანარჩენ უკრაინაში შეჭრას. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინის მოქალაქეები რიგში დგანან მოხალისეთა რიგებში ჩასაწერად. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ კიევში, მოხალისეებზე 18 000 ავტომატზე მეტია გაცემული. 
 
დღის ამბები