06 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირსა და NATO-ს მოუწოდებს, უკრაინის საკითხზე რჩევების გაცემის ნაცვლად, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ

თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათ მკაფიო პოზიცია არ აქვთ იმის შესახებ, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ევროკავშირს და მთლიანად დასავლეთ სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თურქეთის ლიდერის თქმით,  ეს საკითხი მხოლოდ რჩევების და გმობის გროვად არ უნდა იქცეს. ერდოღანი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირებისა და ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს ალიანსსაც:

"საფუძვლიანი საუბარი გვქონდა ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან. ალიანსში მივიტანე ჩვენი პოზიცია ნატოს პოზიციასთან დაკავშირებით.  ნატო გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამს. როგორც ზელენსკიმ თქვა, ისინი მხოლოდ რჩევებს აძლევენ," - განაცხადა ერდოღანმა.

 

დღის ამბები