04 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
"მოსკოვს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა" - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საგანგებო სამიტს მართავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საგანგებო სამიტს მართავს. NATO-ში შემავალი 30 ქვეყნის ლიდერი, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

ვირტუალური შეხვედრა, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა გახსნა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებისას მცირე განცხადება გააკეთა:

"რუსეთმა დაარღვია მშვიდობა, რისიც გვეშინოდა რამდენიმე თვის განმავლობაში ის მოხდა, მიუხედავად ჩვენი დიპლომატიური მცდელობებისა. მოსკოვს მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მიმდინარე მოვლენებზე. ეს არის თავდასხმა, რომელსაც ის დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მოვუწოდებთ რუსეთს რომ მომენტალურად შეწყვიტონ თავიანთი სამხედრო ინტერვენცია. ჩვენ ვდგავართ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით და მათ სრულად ვუჭერთ მხარს,"- აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები