უკრაინის ქალაქ ვასილკოვში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ კიევიდან სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარეობს მძიმე თავდასხმები მიმდინარეობს - უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა დივერსანტებმა უკრაინული ნაციონალური პოლიციის ფორმა გადაიცვეს და უკრაინელი მებრძოლები დახვრიტეს. რის შემდეგაც, რუსეთის ფედერაციის სამხედროების ჯგუფები სატვირთო მანქანებით ტერიტორიაზე შემიჭრნენ.
ავიაბაზაზე მიმდინარეობს თავდასხმა - დივერსანტებმა აეროდრომის საგუშაგო ააფეთქეს და დაცვა გაანეიტრალეს.
ბოლო ინფორმაციით, აფეთქებები ისმის კიევის ერთ-ერთ სოფელ ტროეშინშიც.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, მის მიერ გავცელებულ ბოლო ვიდეომიმართვაში მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, კიდევ ერთხელ გააფრთხილა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინელებს მძიმე ღამე ელის, განსაკუთრებული ყურადღება კი დედაქალაქზე იქნება.
ზელენსკიმ მოსახლეობა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კიევი არ უნდა დაკარგონ.