რუსულმა ავიაციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს რაკეტა ესროლა. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. განხორციელდა მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია.
მოქალაქეებში მედიასთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობენ.
"21-ე სართულზე ვცხოვრობთ, იმ ბინაში, რომელსაც ჭურვი დაეცა. კიდევ კარგი, საყრდენ კედლებს შორის ვიმყოფებოდით, ამან გადაგვარჩინა. ჩემი შვილი თავის ოთახში რომ ყოფილიყო, ახლა ჩემს გვერდით არ იქნებოდა. მეზობლები ნამსხვრევებით დასისხლიანებულები გამორბოდნენ. ღმერთს მადლობა კიბე ფუნქციონირებდა. წყეული იყოს ეს ომი," - განაცხადა ადგილობრივმა.
"ჯოჯოხეთში დაიწვით, რუსებო" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ადგილზე საკუთარ შვილს ეძებს.
დაბომბვის დროს ძირითადი დარტყმა მისაღებ ოთახს მოხვდა. მე სამზარეულოში ვიყავი. მეუღლესთან და შვილებთან ერთად. უმცროსს აქვს მოტეხილობები და უფროსს ვეძებ, ჯოჯოხეთში დაიწვით, რუსებო" - განაცხადა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ძალებმა კიევში მდებარე საწყობებში საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს, დაღუპულია ერთი ადამიანი. საწყობებში ხანძარია. ცეცხლი მიმდებარე ავტოფარეხებს მოედო. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედების შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულია ათასზე მეტი ადამიანი.
რუსული ავიაციის სამიზნე გახდა კიევის წყალსადენის კაშხალიც. უკრაინელმა სამხედროებმა საფრთხის დროულად გაუნებელყოფა მოახერხეს, რითიც დედაქალაქი დატბორვას, ათასობით ადამიანი სიკვდილს და ქვეყანა კატასტროფულ ზარალს გადაურჩა. სპეციალისტებმა თქვეს, რომ კიევის კაშხლის განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს კანივის, კრემენჩუგის და სხვა კასკადების განადგურება, ასევე ავარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.