სუმის რეგიონში, სავარაუდოდ, საბავშო ბაღს მოხვდა რუსული ჭურვი, შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვია დაღუპული.
ამასთან, ქალაქ ნიკოლაევში რუსული ტანკები შევიდნენ. ისმის განაგაშის და ძლიერი აფეთქებების ხმა. ნიკოლაევი ერთ-ერთი სტრატეგიული ქალაქია სამხრეთ უკრაინაში. განგაშია გამოცხადებული ოდესაშიც, სადაც სულ ცოტა ხნის წინ 2 ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
ქალაქ ვასილკოვში, სადაც "ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ", მძიმე ბრძოლა იმართება. ქალაქს კიევიდან 29 კმ-ზე ნაკლები აშორებს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს "ილ-76", რომელსაც რუსული დესანტი გადაჰყავდა.