27 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
კიევზე ძლიერ შეტევას ელოდებიან - ამ წუთებში განგაშის ხმა ისმის ტერნოპილში, სუმიში, ჩერნიგოვში, მიკოლაივსა და ლვოვში

უკრაინელები კიევზე შეტევას ელოდებიან - როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, იერიში დედაქალაქზე უახლოეს საათებშია მოსალოდნელი და სავარაუდოდ, იქნება უფრო მძიმე სცენარი, ვიდრე გასული 24 საათის განმავლობაში.

ამ წუთებში განგაშის ხმა ისმის ტერნოპილში, სუმიში, ჩერნიგოვში, მიკოლაივსა და ლვოვში. სირენებით მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ იწყება საჰაერო დაბომბვა. ხალხი უახლოეს თავშესაფრებში ჩადის.

ბრძოლები მიმდინარეობს ბალაკლიის მახლობლად, სადაც სამხედრო ბანაკზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. რუსული კოლონა შედის ბერდიანსკში.

რუსეთის ფლოტმა დახურა შავი და აზოვის ზღვები და ემზადება უკრაინასთან საზღვაო ომისთვის. უკრაინელებმა ოდესაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ისმის აფეთქებების ხმა.

ინტენსიური საჰაერო იერიშებია ვინიცასა და ხარკოვში. დაიბომბა სუმი. რუსი ოკუპანტები ანადგურებენ სამოქალაქო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ზაპოროჟიეს რეგიონში.

მელიტოპოლში ააფეთქეს ბენზინგასამართი სადგური. ჩერნოგორში დაბომბილია საბავშვო ბაღი.

დღის ამბები