20 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
რა დანაკარგები განიცადეს მხარეებმა - პუტინი ჯარების გამოყენებას ბელარუსიის ტერიტორიიდან განაგრძობს

ოფიციალური ინფორმაციით, პუტინი ჯარების გამოყენებას ბელარუსიის ტერიტორიიდან განაგრძობს. საავტომობილო, ჯავშან მანქანების და ტანკების გადაადგილება კიევის მიმართულებით სწორედ ბელარუსიის მხრიდან ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, იცავენ საზღვარს. არც ერთი ქალაქი დაკავებული არ არის. სხვადასხვა ადგილზე არის შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე ქალაქში შედის, თუმცა მას უკრაინული არმია წინააღმდეგობას უწევს.

რუსეთის დანაკარგი გამოიყურება ასე - 3 500-მდე სამხედროა ამ ეტაპზე გარდაცვლილი, 5-ჯერ მეტია დაშავებულთა რაოდენობა. განადგურებულია 120 ტანკამდე, 500-დან 600-მდე მსუბუქი ჯავშანტექნიკა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ დანაკარგები საერთოდ არ აქვთ.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, გარდაცვლილი სამხედროების სავარაუდო რაოდენობა არის 200, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 000-ს აღწევს. მსხვერპლი მხოლოდ სამხედროებში არ არის და სამოქალაქო პირებში, სამწუხაროდ 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვნები დაშავებულთა შორისაც არიან.

უკრაინულ მხარეს 60-მდე ტანკი აქვს დაკარგული, აღინიშნება ასევე შედარებით მსუბუქი ჯავშანტექნიკის დანაკარგი.

ავიაციას რაც შეეხება, რუსებთან მიმართებაში 7 გამანადგურებლის ჩამოგდება მოხდა გასული 2 დღის განმავლობაში. ასევე, ჩამოგდებული არის 2 სადესანტო თვითმფრინავი, რომლებმაც, გუშინ კიევის მახლობლად დესანტის გადმოსხმა სცადეს, თუმცა მათი განადგურება მოხდა.

დღის ამბები