29 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
ლატვიამ უკრაინას სამხედრო ტვირთითა და სამედიცინო პროდუქით სავსე 30 სატვირთო მანქანა გაუგზავნა

ლატვიამ უკრაინას მიმართულებით სამხედრო ტვირთითა და სამედიცინო პროდუქტებით სავსე 30 სატვირთო მანქანა გაგზავნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩაფხუტები, მშრალი საკვები, სამედიცინო მოწყობილობები და წამლები. ასევე საბრძოლო მასალების დიდი პარტია," - ასეთია იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის შესახებაც ლატვიის ვიცე-პრემიერი არტიქს პატრიქსი იუწყება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დახმარება უკრაინას აზერბაიჯანმა(ჰუმანიტარული) და გერმანიამაც (სამხედრო) გაუგზავნეს.

დღის ამბები