06 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
კიევში იმყოფება 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც კრემლმა ზელენსკის მოკვლა დაავალა - The Times

კიევში იმყოფება 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც კრემლისგან პრეზიდენტი ზელენსკის და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ დავალებული, ინფორმაციას The Times ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ "ვაგნერის" დაჯგუფებამ უნდა შექმნან საფუძველი იმისთვის, რომ მოსკოვმა კონტროლი აიღოს.

"ვაგნერის დაჯგუფებას" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი მოკავშირეები აფინანსებენ. "თაიმსი" წერს, რომ ისინი უკრაინაში აფრიკიდან 5 კვირის წინ ჩავიდნენ მისიით, რომ სოლიდური ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ზელენსკის მთავრობის ლიკვიდაცია მოახდინონ.

დაჯგუფების მისიის მიზნის შესახებ უკრაინის მთავრობამ შაბათ დილას შეიტყო, რამდენიმე საათის შემდეგ კი კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომ გაეწმინდა ქალაქი რუსი დივერსანტებისგან.

დღის ამბები