09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ამერიკელები უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას შემოდგომიდან დაიწყებენ

ამერიკელი სპეციალისტები უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას შემოდგომიდან დაიწყებენ.

ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მარკ ტონერის თქმით, სწავლება პოლონეთის საზღვრის მახლობლად ჩატარდება.

ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად წლის განმავლობაში 244 მილიონი დოლარი გამოყო.

პარალელურად, უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბრიგადის მთავარი შტაბი პოლონეთის ქალაქ ლუბლიანაში იქნება.

 
დღის ამბები