09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ავსტრალიაში ISIS-ის მხარდამჭერი დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლიციამ სემ ბრუკმანი სიდნეის აეროპორტში დააპატიმრა.

თავად ეჭვმიტანილი ამტკიცებს, რომ სირიაში ჰუმანიტარული მისიით გაემგზავრა, თუმცა ქალაქ ალეპოში ავიაერიშის დროს დაიჭრა და ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ისლამისტებმა აღარ გამოუშვეს და ექთნად მუშაობას აიძულებდნენ.

ბრუკმანის თქმითვე, საბოლოოდ მან თურქეთში გაქცევა მოახერხა.

დაკავებული სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

 
დღის ამბები