09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
იტალიაში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ბარის პროვინციის პატარა ქალაქ მოდუნოში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

არიან დაშავებულებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, ქარხანაში ამ პერიოდში დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდათ, რადგან იტალიის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი ფესტივალებისთვის ისინი ფოიერვერკებს ამზადებდნენ.

 

 

 
დღის ამბები