29 აგვისტო 2026,   11:15
ვრცლად
ევროკავშირს შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, ჩვენ შეგვიძლია ახალი ბიუჯეტის დამტკიცება ამისათვის - ჟოზეფ ბორელი

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრნის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ დღეს დასავლეთი იმაზე ერთიანია, ვიდრე ოდესმე. 

ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ვლადმერ პუტინის აგრესია ერთგვარი ვირუსია, რომელსაც დასავლური სამყარო უნდა შეებრძოლოს. 

"უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. რადგან ეს გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ ამ თავდასხმისგან, არის შემდეგი, რომ ეს არის ძალადობა მთელი ევროპის წინააღმდეგ. ევროპულ პარლამენტს აკისრია უზარმაზარი როლი, რომელიც უნდა შეასრულოს ამ კონფლიქტში, შესაბამისად, უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი კონფლიქტის შეწყვეტისა და კონტრშეტევისთვის. ყველა ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ერთიანობა. მაგრამ, ომის წამოსაწყებად, ერთი ქვეყანაც არის საკმარისი, რის მაგალითიც არის პუტინი. ამიტომ, უნდა გავზარდოთ თავდაცვითი შესაძლებლობები ომის პრევენციისთვის.

ცალსახაა, რომ ჩვენი კონტრპოლიტიკა არ იყო საკმარისად მძლავრი, რომ პუტინი აგრესია შეეკავებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს აგრესია მიმდინარეობს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება იმგვარად, რომ პუტინს არ ჰქონდა ამ ყველაფრის მოლოდინი. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

კომისიამ უნდა დაიწყოს  დაუყოვნებლივ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ აღარ ვიყოთ რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულები. ამ ჟამად მეტნაკლებად დამოკიდებულები ვართ რუსეთზე.

თითოეულმა ქვეყანამ კოორდინირებულად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას და რამდენიმე საათში ჩვენ შევთანხმდით ფინანსური მხარდაჭერის განსაზღვრაზე უკრაინული არმიისა და ხალხისათვის. 24 საათზე ნაკლები დაგვჭირდა ამისათვის. კომისიამ აჩვენა ძლიერი ლიდერობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, რომელიც უნდა იქნას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვი არის სრულად გაყინული,  ვერ აკონტროლებენ აქტივებს. ეს გამოიწვევს აუცილებლად ინფლაციას, ვალუტის მერყეობას და სხვა უამრავ ნეგატიურ გავლებას რუსეთზე. სწორედ ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ფაქტია რომ ევროკავშირს შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, ჩვენ შეგვიძლია ახალი ბიუჯეტის დამტკიცება ამისათვის. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ ამის შესაძლებლობა," - ამბობს ჟოზეფ ბორელი.

დღის ამბები