06 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
თუ უკრაინას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს - ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თუ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ, საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ ამავე სტატუსს. მისი თქმით, იმისთვის, რომ განაცხადი მხოლოდ განაცხადად არ დარჩეს, საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება.  

"ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე, ასევე პრეზიდენტი იმყოფება ბრიუსელში, ექნება მაღალი დონის შეხვედრები და ისიც დააყენებს ამ საკითხს. დღეს მთავარი ფოკუსი არის უკრაინაზე, რადგან იქ არის ომი, შესაბამისად, რისკები არის ჩვენთანაც და სწორედ ამას ვამბობ, თუ უკრაინას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

განაცხადთან დაკავშირებით, იცით, რომ 2024 წელს უნდა შეგვეტანა, დღეს ჩვენ, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა, შორს ვართ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან, რამდენიმე წლის სამუშაო გვჭირდება, თუმცა ამ ვითარებაში, რაც რეგიონშია, განვიხილავთ დაჩქარების საკითხს, ამისთვის პირველ რიგში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ განაცხადი განაცხადისთვის არ გაკეთდეს," - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები