06 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
დღეს ახალი გარემოა, რომელიც ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა დაასრულა. 

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვთქვა, რადგან მომეცა საშუალება შევხვედროდი ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს და შემდეგ შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი და მინდოდა იმისი მოსმენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს ყველასთვის ცენტრში არის უკრაინა და იქ განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული.
 
ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, მივიღოთ ყველა ის ზომები, ის რეფორმები, რაც აუცილებელია. დღეს ახალი გარემოა, რომელიც ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
ამავე თემაზე
დღის ამბები