19 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
სავარაუდოდ ორი რაკეტა მოხვდა ტელეცენტრს და შედეგად ყველა ტელევიზია გამორთულია - უკრაინაში საქართველოს ელჩი

საქართველოში უკრაინის ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში ახლა სიმშვიდეა, თუმცა არსებობს საჰაერო იერიშის მოლოდინი. მისივე თქმით, 2 საათის წინ რუსეთმა დარტყმა მიაყენა უშიშროების სამსახურის ტექნოლოგიურ ცენტრს, რომლის გამოც დაზიანდა ანძა და, ფაქტობრივად, ყველა ტელევიზია გაითიშა. 

"ამ წუთას სიმშვიდეა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ სავარაუდოდ ორი რაკეტა მოხვდა ტელეცენტრს და შედეგად ყველა ტელევიზია გამორთულია, ფაქტობრივად. მოლოდინი არის, რომ კიდევ იქნება საჰაერო დარტყმები, ვინაიდან შუადღეს გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ ისინი გეგმავენ უშიშროების სამსახურის შენობის და სხვა სამხედრო ობიექტები დაბომბვას კიევში. ამიტომ, კიევის მერმა გააკეთა განცხადება, რომ მოსახლეობამ მაქსიმალურად დატოვოს ამ ობიექტების მიმდებარე ტერიტორია. ვართ ამ დარტყმების მოლოდინში,"- აცხადებს ელჩი. 
 
დღის ამბები